Saturday, November 23, 2013

დღე მეცხრე

გული დამწყდა, ჩემთვის  სასარგებლო და საჭირო ტრენინგი დამთავრდა. ძალიან კარგი და ხარისხიანი პროექტები მოვისმინე, დიდი მადლობა ყველას. ნათია შენ ჩვენთვის  ანთებული სანთელი ხარ, დიდი მადლობა ამისათვის

Sunday, November 17, 2013

დღე მერვე

ოოოო მართლა ძალიან გადავიღალე, იმედია თავში ნელ -ნელა დამილაგდება ყველაფერი. ლინკის დადება ზალიან მომეწონა გავავსე გეგმა ლინკებით

Saturday, November 16, 2013

დღე მეშვიდე

თითოეული მოსწავლის საჭიროების გასათვალისწინებლად სამუშაო დღე დავიწყეთ გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიის გახსენებით.
ძალიან მომეწონა ნათიას მიერ გამზადებული პრეზენტაცია.  გავარჩიეთ  მე-6 მოდული. გავამზადეთ მოსწავლეთა თვითშეფასების რუბრიკა და მოსწავლეთა მხარდასაჭირად დამხმარე მასალა.  საინტერესო დღე იყო

Sunday, November 3, 2013

დღე მეექვსე

ჩვენი  საქაღალდეების გადათვალიერების შემდეგ ბლოგებს გავუკეთეთ ჩანართები, ვისწავლეთ ბლოგზე ვიდეოს ჩასმა, ვორდის დოკუმენტში ტექსტზე კომენტარების გაკეთება, საბოლოოდ მოსწავლის ნამუშევრის შეფასების რუბრიკები გავაკეთეთ. თვითონვე მიკვირს ეს რამდენი რამე გაკვიკეთებია. ძალიან საინტერესო დღე იყო.

Saturday, November 2, 2013

ჩემი ოცნების გაკვეთილი

დღე მეხუთე

როგორც ყოველთვის ნათიამ დღესაც აქტიური სამუშაო გარემო შეგვიქმნა. ძალიან საინტერესო დღე იყო გავიარეთ მე-3 და მე-4 მოდულები. განსაკუთრებით დავინტერესდი მოსწავლის მიერ შესასრულებელი  დავალებებით, მომეწონა  მოსწავლის თვალით დანახული ჩემი პროექტი, იმედია ჩემს მოსწავლეებსაც მოეწონებათ პროექტზე მუშაობის პროცესი