Sunday, October 27, 2013

მეოთხე დღის რეფლექსია

ძალიან საიტერესო და დატვირთული დღეა. ძალიან დავიღალე
ვისაუბრეთ მიმართულების მიმცემ კითხვებზე, გავაკეთეთ შეფასების დროის ჩარჩო,
გავამზადეთ პროექტის გეგმის პრეზენტაცია

დღე მეოთხე

Saturday, October 26, 2013

მესამე დღე

რაც უფრო გადის დრო მით უფრო ვრწმუნდები რომ, ეს პროექტი მართლაც დროული და საჭიროა. ნათია საყვარელო შენ ყოველთვის იცი როდის მიგვევლინო კეთილ ფერიად. მადლობა ყველაფრისათვის

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები:
ზოგადი კითხვები:
რამდენად მნიშვნელოვანია სიზუსტე ადამიანის ცხოვრებაში?
თემატური კითხვები:
როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია წილადები, ცხოვრება უფრო მარტივი  ხომ არ იქნებოდა წილადების გარეშე?
როგორ გამოიყენება წილადები სხვადასხვა პროფესიუ საქმიანობაში და რამდენად ამარტივებს წილადების ცოდნა ცხოვრებას?
შინაარსობრივი კითხვები:
რა არის წილადი?
რას გვიჩვენებს წილადის მრიცხველი და მნიშვნელი?
როგორ შევკრიბოთ , გამოვაკლოთ, გავამრავლოთ და გავყოთ წილადები?
როგორ გადავაქციოთ შერეული წილადები არაწესიერ წილადად?

Sunday, October 20, 2013

მეორე დღე

როგორც ყოველთვის, ნათიამ დღესაც მოახერხა თითოეული ჩვენთაგანის გამოწვევა.  ძალიან ბევრი საინტერესო იდეა გამიჩნდა , იმედია  თითოეულ მოსწავლემდე  მივიტან ამ ტრენინგის დადებით შედეგებს

Saturday, October 19, 2013

პირველი დღე

   მიუხედავად იმისა, რომ გარეთ წვიმს და მოღუშული ამინდია,  როგორც ყოველთვის ნათიამ ტრენინგზე ძალიან თბილი და სასიამოვნო გარემო შექმნა. ისე  საინტერესოდ დაგვისახა მოლოდინები, რომ სახლში წასვლა აღარ მინდოდა და ყველაფრის გაგება დღესვე მომინდა, მაგრამ ....